ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

კომპანიის შესახებ

AFinwise წარმოადგენს ფინანსურ საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც ბიზნესს განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, უწევს მაღალი ხარისხის მომსახურებას. ბაზრის სექტორული ცოდნისა და უახლესი ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით უზრუნველვყოფთ კომპანიის ფინანსურ პროგრესს. დაგროვილი ცოდნისა და მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვეხმარებით კლიენტებს როგორც მოკლევადიანი, ისე სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენი კომპანიის შესახებ

მიზანი

ჩვენი მიზანია, ვიყოთ ქვეყნის წამყვანი ფინანსური საკონსულტაციო კომპანია, ინოვაციური მიდგომებისა და მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებით.

მისია

ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ ბიზნესის ფინანსურ პროგრესსა და წარმატებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდას დაეხმარება.

ღირებულებები

ნდობისა და გრძელვადიანი ურთიერთობების საფუძველზე, მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით, ოპერატიულად და ეფექტურად ვქმნით კლიენტზე მორგებულ ხელმისაწვდომ სერვისს, რომელიც ბიზნესს წარმატების მიღწევაში შეუწყობს ხელს.

ანა ბალესიაშვილი

დირექტორი / დამფუძნებელი

AFinWise-ის დაარსებამდე, 2019-2023 წლებში ანა იკავებდა ფინანსური ანალიტიკოსების ჯგუფის უფროსის პოზიციას საქართველოს ბანკის კორპორაციულ დეპარტამენტში.

საფინანსო სექტორში 13 წლიანი გამოცდილების ფარგლებში, ანა მუშაობდა, როგორც წამყვანი ანალიტიკოსისა და რისკების სპეციალისტის, ისე კორპორატიული ბიზნეს კლიენტების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე. მას აქვს გერმანიაში, ProCredit Holding-ში მუშაობის გამოცდილება, სადაც ის იკავებდა რისკ მენეჯერის პოზიციას. ამჟამად, ის არის მიწვეული ლექტორი კავკასიის ბიზნეს სკოლაში.

ანა ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრის, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ფინანსებსა და სადაზღვევო საქმეში. ის არის ACCA-ის საერთაშორისო საკვალიფიკაციო პროგრამის კურსდამთავრებული.