შეფასებები

ზურა ქოქოსაძე
    ზურა ქოქოსაძე

    გენერალური დირექტორის მოადგილე (საქართველოს ბანკი)

    საქართველოს ბანკში ანასთან ერთად 6 წელი ვიმუშავე. ის იყო ერთ-ერთი წარმატებული მენეჯერი, რომელიც მუდმივად მუშაობდა როგორც გუნდის, ისე პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე. ანა არის საიმედი პროფესიონალი მაღალი სტანდარტებით და ბიზნეს ეთიკით. მჯერა, რომ მას წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება.

    დავით ხაზარაძე
      დავით ხაზარაძე

      გენერალური დირექტორი / დამფუძნებელი (ღია გული)

      ანას პირველივე შეხვედრაზე ეტყობოდა როგორი პასუხისმგებლობის გრძნობაც ჰქონდა. ყოველთვის განსხვავებული იდეებითა და სწორი სტრატეგიებით მუშაობს. ანასთან ურთიერთობისას არასდროს შემპარვია მის პროფესიონალიზმში ეჭვი. ის ყოველთვის დებდა იმ შედეგებს , რომელსაც გვპირდებოდა. მას აქვს ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარები, ცდილობს, ყოველთვის მოერგოს კლიენტს და გაამართლოს მოლოდინები.

      ნათია ჯანელიძე
        ნათია ჯანელიძე

        აღმასრულებელი დირექოტრი (გაზელ ფაინანსი)

        ანას არის პასუხისმგებლობიანი, მოტივირებული და საქმისადმი თავდადებული პროფესიონალი. ტექნიკური უნარ-ჩვევების გარდა, ის გამოირჩევა პიროვნული თვისებებით, რომელთა მეშვეობით მას შეუძლია, ეფექტურად მართოს ადამიანთა დიდი ჯგუფები. სასიამოვნო და დიდი პატივია ჩემთვის ანასთან ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

        გიორგი კუკულაძე
          გიორგი კუკულაძე

          კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი (საქართველოს ბანკი)

          ანა გამორჩეული მენეჯერია, რომელიც ძალიან ღირებული კადრი იყო ჩვენს კომპანიაში. მას პროფესიონალიზმთან ერთად ახასიათებს ინოვაციურობა და კარგი კომუნიკაციის უნარები. ანა ყოველთვის ცდილობს განსხვავებული ტექნიკების დანერგვას თავის საქმიანობაში.

          გიორგი ლომიძე
            გიორგი ლომიძე

            უფროსი ბიზნეს ოფიცერი (ოაზის კრედიტ უზბეკეთი)

            მიზანმიმართული, მაღალი სტანდარტებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით - ეს ის თვისებებია, რომელიც ანას გამოარჩევს სხვებისგან. ანასთან ერთად გუნდში მუშაობა კომფორტულია, რადგან არის პირდაპირი და შედეგზე ორიენტირებული პროფესიონალი.

            სამი კოენ
              სამი კოენ

              თანადამფუძნებელი (ლეო ინსტიტუტი)

              ანას რამდენიმე წელია ვიცნობ. გარდა იმისა, რომ კარგი პროფესიონალია, ის შესანიშნავი ადამიანია. დარწმუნებული ვარ ახალ პროექტში წარმატებული იქნება, რადგან ის ამას იმსახურებს.

              დავით ბენდელიანი
                დავით ბენდელიანი

                უფროსი ფინანსური ოფიცერი (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი)

                ანამ საქმიანი ურთიერთობის პირველივე ეტაპზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ასრულებდა ყველა დაპირებას, გვთავაზობდა რეკომენდაციებს, რომელიც არც ერთ სხვა პარტნიორს არ შემოუთავაზებია. ეს იყო მასთან მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობების სტანდარტი, რამაც ბევრ ურთიერთსასარგებლო საქმეს დაუდო საფუძველი. ბრწყინვალე კომუნიკაცია, გრძელვადიან ხედვაზე დაფუძნებული რეკომენდაციები, პროდუქტიული და ეფექტური პარტნიორული ურთიერთობები - ეს არის ანასთან საქმიანი ურთიერთობის მოკლე დახასიათება.

                ლევან ნაცვლიშვილი
                  ლევან ნაცვლიშვილი

                  კომერციული დირექტორის მოადგილე (ბანკი ქართუ)

                  დროის მენეჯმენტი და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა ანას ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა. აღნიშნული უზრუნველყოფს პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულებას. პრობლემის გადაჭრისას ის არის პროაქტიული, კლიენტზე მორგებული და ღრმად აფასებს არსებულ და პოტენციურ რისკებს. პროფესიონალიზმთან ერთად, ანა გამოირჩევა კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარებით, რამაც განსაზღვრა მისი მნიშვნელოვანი როლი ჩვენს გუნდში.

                  TESTIMONIALS

                  რეკომენდაციები

                  რას ამბობენ რეკომენდატორები დამფუძნებლის შესახებ