გთავაზობთ ფინანსური საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს ბიზნესის ოპერირების ყველა ეტაპზე. ჩვენი სერვისები დაფუძნებულია ექსპერტულ ცოდნაზე, გამოცდილებასა და სურვილზე, რომ თქვენმა ბიზნესმა მიაღწიოს წარმატებას. სერვისს ვუწევთ როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა დარგში ოპერირებენ.
თუ გჭირდებათ ბიზნესის სრული ფინანსური სურათის დანახვა და მის საფუძველზე ეფექტური რეკომენდაციების მიღება, გთავაზობთ კომპანიის ექსპერტულ ფინანსურ ანალიზს.
გთავაზობთ ბიზნესისთვის რეგულარული ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, რომლის საფუძველზეც დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებთ.
AFinWise შეასრულებს თქვენი კომპანიის ფინანსური მენეჯერის ფუნქციას, რომელიც ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების შედეგად ეფექტურად მართავს ბიზნესის რესურსებს.
გაგიწევთ დახმარებას მარტივი და პროდუქტიული ურთიერთობების დამყარებაში ბანკებთან, საფინანსო ინსტიტუტებსა და ინვესტორებთან, რათა მოიზიდოთ სასურველი ფინანსური რესურსები თქვენთვის ხელსაყრელ პირობებში.
გაგიწევთ დახმარებას კომპანიის ობიექტური საბაზრო ღირებულების დადგენაში, რომელიც დამყარებული იქნება კვალიფიციურ ფინანსურ ანალიზსა და ბაზრის მონაცემებზე.
გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ ბიზნეს გეგმის მომზადებას (ქართულად და / ან ინგლისურად), რომელიც დაგეხმარებათ დაფინანსების მოზიდვასა და თქვენი ბიზნეს მიზნების მიღწევაში.
გთავაზობთ სექტორის დეტალურ შესწავლას, რომელიც დაგეხმარებათ, მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა.
ხშირად ბიზნესი ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, მოიძიოს უფასო ფულადი სახსრები ინფორმაციის უქონლობისა და შესაბამის დოკუმენტაციაზე მუშაობის შეუძლებლობის გამო.
გთავაზობთ ფინანსების ექსპერტულ ცოდნასა და გამოცდილებას ბაზრის სხვადასხვა დარგში